შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

15 სექტემბერი 2018, 00:00 3935 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. მათ შორის აჭარაში. სამართალდამცველებმა  1954 წელს დაბადებული  პირი  ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 3 პირია დაკავებული. მათ მიმართ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, 126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში