ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი

15 სექტემბერი 2018, 00:00 4456 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა-რეალიზაციის ორ ფაქტზე  ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ  ერთ შემთხვევაში,  ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით  27  ათას 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდა. 

ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, სარეალიზაციოდ გამზადებული 1 988 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  75 000 ლარს აღემატება.

ამავე კატეგორიაში