რატომ დაკითხეს არასრულწლოვანი?

22 ივლისი 2016, 00:00 2766 ნახვა

ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი არასრულწლოვანის დაკითხვას მეურვის, ადვოკატისა და ფსიქოლოგის თანდასწრების გარეშე კანონის დარღვევად აფასებს. ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ერთ- ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მომხდარი ინციდენტისას თვითმხილველის სტატუსით მშობლების ნებართვის გარეშე არასრულწლოვანი მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს და დაკითხეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის მიმართ ძალოვან უწყების გამომძიებელმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.  სამოქალაქო მონიტორინგის წარმომადგენელი კი გენ. ინსპექციასა და პროკურატურას საკითხის მოკვლევისკენ მოუწოდებს. 

ამავე კატეგორიაში