საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მომატების ფაქტების დასადგენად UNICEF-ი კვლევას იწყებს

17 სექტემბერი 2018, 00:00 2012 ნახვა

ფოტო: სოციალური ქსელიდან.

UNICEF-ის კვლევა იწყება საქართველოში - ამ კვლევამ უნდა დაადგინოს რამდენად ხშირია ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა გადაჭარბებული დოზით. ცნობილია რომ ტყვია სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იგი განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისთვის.

სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდის წყარო კი შესაძლოა იყოს სათამაშოები, ბიჟუტერია, ჭურჭელი, ხორცი, რძე, წყალი, ნიადაგი, ჰაერი და მტვერი. სიპტომებია: სისუსტე ქცევითი აშლილობა გონებრივი ან ფიზიკური განვითარების შეფერხება. გამოკითხულ მშობელთა უმრავლესობამ იცის, რომ საშიშროება არსებობს თუმცა კვლევებთან დაკავშირებით არაფერი იციან. 

საქართველოში 2017 წელს იაშვილის კლინიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად 300 ბავშვიდან 33% სისხლში ტყვიის მარალი შემცველობა დაუდგინდა.

წელს კი სისხლში ტყვიის შემცველობაზე UNICEF-ის კვლევა 20 სექტემბრიდან  დაიწყება. კვლევა 14 ათას ოჯახზე მეტში ჩატარდება და დაახლოებით კვლევის ფარგლებში 1500 ბავშვს შეამოწმებენ

კვლევის შემდეგ, შედეგების მიხედვით აპირებს ქვეყნის მთავრობა დაგეგმოს ღონისძიებები. შედეგები კი სავარაუდოდ მომავალ წელს გასაჯაროვდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში