წაბლანაში მცხოვრები ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების საკითხი კვლავ მოუგვარებელია

18 სექტემბერი 2018, 00:00 2966 ნახვა

წაბლანაში მცხოვრები ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების საკითხი კვლავ მოუგვარებელია.  რეგიონის სხვადასხვა მმართველისგან მოსახლეობამ არაერთი დაპირება მიიღო, თუმცა შედეგი დღემდე  არ დამდგარა. წაბლანელების პრობლემას ყველაზე კარგად მთავრობის ახლანდელი თავმჯდომარე იცნობს, რადგან 5 წლის წინ თორნიკე რიჟვაძე ჰესის მშენებარე კომპანიის ინტერესებს  იცავდა, რომელსაც ადგილობრივებმა უსასყიდლოდ გადასცეს მიწის ფართობები, იმ პირობით, რომ კომპანია და სახელმწიფო საკომპენსაციო თანხაზე მორიგდებოდნენ და მათ ბინებს გადასცემდნენ.

ისინი აპირებენ პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლოს მიმართონ. მათთვის ორი კორპუსი   ტაბიძის ქუჩაზე შენდება, თუმცა წაბლანაში მცხოვრები 12 ოჯახი ბინების მიღების სიაში არ არის. წაბლანელები უსახლკაროდ 1989 წელს, სტიქიური მოვლენების შედეგად დარჩნენ. ისინი წლებია, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, ნაწილი კი დამეწყრილ ტერიტორიას დაუბრუნდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში