ახალი სატრანსპორტო ქსელი კვლავ ტესტირების რეჟიმშია

18 სექტემბერი 2018, 00:00 2363 ნახვა

დილისა და საღამოს საათებში გადატვირთული სამარშრუტო ტაქსებით შეწუხებული მგზავრები ბათუმის მერიას მიმართავენ - ამბობენ, რომ ქალაქის განტვირთვა კარგია, თუმცა მერიას უნდა გაეთვალისწინებინა მგზავრთა რაოდენობა, ამასთან ფაქტია, რომ მუნიციპალური ავტობუსი ვერ ფარავს ყველა მიმართულებას.

განახევრებული ხაზებით სამარშრუტო ქსელი 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, შემცირდა ტრანსპორტის რაოდენობა გორგილაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე, ასევე ჭავჭავაძეზე, თუმცა რეალურ მოძრაობაში, მგზავრებზე გატესტილ ახალ სისტემაში ცვლილებები ისევაა მოსალოდნელი - პრეტენზიებიდან გამომდინარე შესაძლოა ხაზი რომელიმე ქუჩაზე დაამატონ. უფრო მეტი დეტალი ოქტომბერში გახდება ცნობილი. ასევე ოქტომბერშია დაგეგმილი გაჩერებების მოწყობა და აქამდე მიღებული, თუმცა უფუნქციო რეგულაციის ამოქმედება, რაც ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის აკრძალვას ეხება.

ამავე კატეგორიაში