მოქალაქე სამშენებლო მასალების დაყრისთვის 200 ლარით  დააჯარიმეს

19 სექტემბერი 2018, 00:00 2052 ნახვა

სამშენებლო მასალების დაყრისთვის მოქალაქე 200 ლარით დააჯარიმეს. მან ბათუმში, გრიშაშვილის 11 ნომერთან რამდენიმე ტომარა ნაგავი დაყარა. 

შპს "სანდასუფთავების" სამსახურში ამბობენ, რომ მოქალაქე პირველ სართულზე რემონტს აკეთებს, ნარჩენები კი საცხოვრებელი კორპუსის წინ ჰქონდა გამოტანილი, რაც კანონით აკრძალულია და ჯარიმას ითვალისწინებს. 

ნარჩენების მართვის კოდექსით, შენობიდან ნაგვის გამოტანა თუ დაუყოვებლივ არ ხდება მისი ავტომობილზე დატვირთვა და გადაყრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. 

შპს "სანდასუფთავების" სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ყოველდღიურად ატარებენ. ასევე, ისინი შემთხვევის ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზეც გადიან. 

ამავე კატეგორიაში