სამზადისი ციტრუსის სეზონისთვის

19 სექტემბერი 2018, 00:00 2134 ნახვა

აჭარაში ციტრუსის სეზონისთვის ემზადებიან. უკვე დაიწყეს მანდარინის კრეფა ჩაქვის სადემონსტრაციო ბაღში, სადაც საჩვენებლადაა მოწყობილი საადრეო მანდარინის ბაღი. სწორედ ამ ნერგების გავრცელებას აპირებს ფერმერებს შორის „აგრო სერვის-ცენტრი“ სამომავლოდ. ამბობენ, რომ ამ ჯიშმა გაამართლა და ნაკლებ რისკიანია, რადგან მოსავლის დაკრეფა შემოდგომის დაწყებისთანავეა შესაძლებელი.

რისკების გათვალისწინებით მანდარინის ბაღების დაზღვევა სურთ ფერმერებს, თუმცა ჯერ კონკრეტული შეთავაზებები არ მიუღიათ. ამასთან ყურადღებას ამახვილებენ სასუქების დაბალ ხარისხზე. ამბობენ რომ, შესაძლოა ციტრუსი წელს აზიურმა ფაროსანამაც დააზიანოს. რა პასუხები აქვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში?

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში