აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები დაფიქსირდა 

21 სექტემბერი 2018, 00:00 2691 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა. მათ შორის ერთ-ერთი აჭარაში დაფიქსირდა.

დანაშაულში მხილებულმა პირები სამეგრელოში, ქვემო ქართლსა და აჭარაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა დასახელების სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ. 

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში 4 211 კოლოფი უაქციზო ​სიგარეტი ამოიღეს. ხოლო, კახეთში ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი იპოვეს. 

ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში