ახალსოფლის ცენტრში, უამინდობის დროს ცენტრალური გზა იტბორება -​ ''ვროპული საქართველო''

21 სექტემბერი 2018, 00:00 2063 ნახვა

ახალსოფლის ცენტრში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, პარტია ევროპული საქართველოდან.

მურად გორგაძის განცხადებით, უამინდობის დროს ცენტრალური გზა იტბორება. პრობლემის შესახებ ინფორმირებულია  ხელვაჩაურის მერია, თუმცა საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ახალსოფლის ცენტრის კეთილმოწყობა  მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. მანამდე კი ტერიტორიაზე ორმოები ამოივსება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში