43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ხვალ გაიხსნება

22 სექტემბერი 2018, 00:00 2254 ნახვა

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ხვალ“ბლექ სი არენაზე“ გაიხსნება. მასშტაბური შოუს მომზადებაში ათას 330 ადამიანია ჩართული. მასში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები - ამ დღისთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა და დიჯეი „კორძიმ“ შექმნეს, ცერემონიალზე სპეციალური პროგრამას წარადგენს საბალეტო დასი და ანსამბლი “სუხიშვილები“.

კონცერტი 21 საათზე დაიწყება და საათნახევარი გაგრძელდება.შეჯიბრებაში 189 ქვეყნის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან  6 ნაკრები იასპარეზებს _ როგორც ქალების, ასევე ვაჟებისა და ახალგაზრდული გუნდი.

ამავე კატეგორიაში