ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და მძიმე წონაში საქართველოს ჩემპიონი გახდა

22 სექტემბერი 2018, 00:00 1921 ნახვა

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და მძიმე წონაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.აკვრაში მან 264 კგ აწია, რაც მსოფლიო რეკორდია. ორჭიდის ჯამში კი 478 კგ, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო შედეგია.

ძალოსნობაში ჩემპიონატი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეკორდის ოფიციალურად ჩასათვლელად, ის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ან კონტინენტურ ტურნირზე უნდა დამყარდეს.

ამავე კატეგორიაში