24-25 სექტემბერს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცხელი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. განსაკუთრებით მოიმატებს ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ხვალ +26, +28, ზეგ კი +29, +32 გრადუსი იქნება.
პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი, რაც ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წლის ამ სეზონზე უნალექო და ცხელი ამინდის.
ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი ინდექსი ნიშნულით 7, ასე რომ თამამად შეგიძლიათ მოიწყოთ დასვენების ორი შესანიშნავი დღე და რუჯის მოყვარულებმა გაეშუროთ ზღვისკენ.