ბათუმში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

24 სექტემბერი 2018, 00:00 3779 ნახვა

გუშინ, მდინარე ჭოროხში თევზაობის დროს გაუჩინარებული თურქეთის მოქალაქე მაშველებმა დღეს იპოვეს. ის ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ გამორიყა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 39 წლის კაცი თევზაობდა, მოგვიანებით მდინარეში შევიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. 

მაშველები მამაკაცს სხვადასხვა ლოკაციაზე გუშინაც ეძებდნენ. 

ამავე კატეგორიაში