საგამოძიებო სამსახურმა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის 23 საამქრო გამოავლინა 

24 სექტემბერი 2018, 00:00 2544 ნახვა

სამართალდამცველებმა 7 მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. საგამოძიებო სამსახური მათ სახერხი საამქროს რეგისტრაციის წესების დარღვევას ედავება. 

თბილისსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენის მიზნით შემოწმებები ჩატარდა. 

ივლისსა და აგვისტოში, საგამოძიებო უწყებამ სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქროც გამოავლინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში