მიშენებების გამო საცხოვრებელი სახლი იშლება

24 სექტემბერი 2018, 00:00 5682 ნახვა

ავარიული სახლი, რომელიც ახალი მიშენების გამო კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დადგა - ათობით მოქალაქე ისეთ შენობაში ცხოვრობს, რომელსაც მიშენებული კედელი დაშორდა, მიშენებული სართულები გადაიხარა, კედლები დაიბზარა და ქვები ცვივა - სახიფათო მდგომარეობა ერთი შეხედვითაც მარტივადაა შესამჩნევი.

ავარიულ სახლზე ოჯახების გადაწყვეტილებითა და თანხმობით დაიწყო კერძო სამშენებლო კომპანიამ სართულების გვერდიდან მიშენება, ნებართვა კი ბათუმის მერიამ გასცა - ახლა ოჯახები უსაფრთხოებას ითხოვენ.

კომპანიის მიმართ ჩივილზე არაფერს ამბობენ, პასუხს მერიას სთხოვენ.  ბათუმის მერიაში პასუხი არ აქვთ, აქ ჯერ ისიც კი არ იციან სად დაირღვა წესები. კომპანია „სხალთაში“ კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში