ინფექციურ ეპიდემიებს სკოლებში ანტისანიტარია და არასისტემური აცრები იწვევს

24 სექტემბერი 2018, 00:00 1570 ნახვა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ აჭარაში - „აბრეშუმის დიდი გზის“ 4 ქვეყნის წარმომადგენლები არსებულ ინფრასტრუქტურულ და ჰიგიენურ საკითხებს განიხილავენ. კონფერენცია ბიოზედამხედველობის ქსელის გაფართოვებას და არსებული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

გამოიკვეთა რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა სკოლებში და საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაა. ამასთან, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში ფიქსირდება წითელას გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, პოზიტიური ტენდენცია კი ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით დაავადებების სწრაფი გამოვლენაა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში