კანონი, რომელიც მუშების სიცოცხლეს და შრომით უფლებებს ვერ იცავს 

26 სექტემბერი 2018, 00:00 2477 ნახვა

35 გარდაცვლილი 2018 წელს... სამუშაო პროცესში გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკა იზრდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტური საკანონმდებლო ბაზა და  კონტროლის მექანიზმები. უსაფრთხოების ნორმების არ გათვალისწინება დამსაქმებლისა და დასაქმებულების მხრიდანაც ფატალური შედეგების მიზეზია.  

ექსპერტების თქმით, ინსპექტირება მხოლოდ მძიმე და მავნე ტიპის სამუშაოებზე ხდება, რაც უნდა შეიცვალოს და კონტროლი უნდა განხორციელდეს ყველა სტრუქტურაში. პარლამენტი უკვე  ცვლილებებზე მსჯელობას მომავალი კვირიდან იწყებს. რაც შეხება ჩვენს რეგიონს, სამუშაოს შესრულების დროს, აჭარაში სულ 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში