ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში გრძელდება

24 ივლისი 2016, 00:00 3675 ნახვა

საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში გრძელდება. გუშინდელ თამაშში ერთმანეთს 3 გუნდი დაუპირისპირდა Dდა სამივე ქართული კლუბების გამარჯვებით დასრულდა. დინამო ბათუმმა 7-5 რუსული “სტარტამი” დაამარცხა, ბათუმის სსახელმწიფო უნივერსიტეტმა-მ 4-3 მოუგო “კამერუნს”,  “თელავმა” კი აზერბაიჯანული “შაფაქი” 8-6 დაამარცხა. თამაშები, დღეს, 16 სათზე დაიწყება, ერთმანეთს 4 გუნდი ჯერ ჯგუფური, შემდეგ კი, ფლეი ოფის სისტემით დაუპირისპირდება. საერთაშორისო ტურნირის სამსაჯო კომიტეტს ფიფას მსაჯ-ინსტრუქტორი ავგან ჰამზაევი ხემძღვანელობს. საპლაჟო ფესტივალი ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, წელს მეშვიდედ იმართება.

ამავე კატეგორიაში