აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და სპეციალისტების დეფიციტი აჭარაში

28 სექტემბერი 2018, 00:00 2193 ნახვა

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და სპეციალისტების დეფიციტი აჭარაში - რეგიონში ამბობენ, რომ გამოვლენის მაჩვენებელმა იმის გამო იმატა, რომ ცნობიერება შედარებით ამაღლდა, თუმცა საუბრობენ სპეციალური ტესტის ჩატარების მცოდნე ექიმების საჭიროებაზე. ე.წ. ადოსის ტესტის ჩასატარებლად მოქალაქე დედაქალაქში უნდა ჩავიდეს, რაც თავის მხრივ თანხებთანაა დაკავშირებული.

მომავლიდან აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო სკრინინგის პროგრამა წამოიწყოს, ასევე იგეგმება ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა.

სახელმწიფო პროგრამების დეფიციტზე მიუთითებს სახალხო დამცველი, ასევე გამოვლენის პრობლემაზე.

აუტიზმის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი დაუდგენელია, თუმცა მისი დროული გამოვლენა და რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში