იუსტიციის სახლებში ცოცხალი რიგებია - მოქალაქეები დაჯარიმებამდე შპსეების რეგისტრაციას ასწრებენ

28 სექტემბერი 2018, 00:00 8578 ნახვა

ამ წუთებში, ბათუმის იუსტიციის სახლში ცოცხალი რიგია. ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც მძიმე, მავნე და საშიშ-პირობებიანი საქმიანობებს ახორციელებენ თავიდან უნდა დარეგისტრირდნენ. დღეიდან რეგისტრაცია წყდება, ფულადი ჯარიმები კი მაღალია. 

ინდმეწარმეებისა და შპსეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია დღეს გაიგეს, ამასტან ზუსტად არ იციან, რა კატეგორიის შპს უნდა გადარეგისტრირდეს

"შეტყობინება ოფიციალური არ მიგვიღია, არც წერილობით, არც სიტყვიერად და არც ელექტრონულად. არც ვიცით კონკრეტულად რა სფეროს ეხება, იუსტიციააშიც ვერავინ გვეუბნება რომელია მავნე, მძიმე ან სახიფათო საქმიანობა" - გვეუბნებიან რიგში მდგომი პირები. 

რეგისტრაცია სავალდებულო მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების შემდეგ გახდა. 

თუ გაინტერესებს რა ტიპის შპს ან ინდმეწარმეს ეხება ეს ბრძანება და აუცილებლად უნდა გადაარეგისტრიროთ, გახსენით ბმული - სია

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში