ქართული ტაძრების მდგომარეობა ტაო-კლარჯეთში

29 სექტემბერი 2018, 00:00 2503 ნახვა

ვაგრძელებთ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ ისტორიულ ''ტაო-კლარჯეთში'' გადაღებული მასალების სერიას.

ხათუნა შუშანიძე და ბაჩი მურვანიძე, დღეს მოგვიყვებიან ''ოპიზაზე'', ''დოლის ყანაზე'', ''რაბათზე'' და ''ოთხთაზე''. ამ ტაძრების დიდი ნაწილი გასული საუკუნის შუა პერიოდში დაზიანდა.

წინა შაბათს ჩვენ უკვე გიჩვენეთ რესტავრირებული ''იშხანი'' და სარესტავრაციო სამუშაოები ''ოშკზე'', რომელსაც სრულად უზრუნველყოფს თურქეთის მთავრობა. ამ სასიკეთო ძვრების შემყურე ქართველი ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში, სხვა ტაძრებზეც დაიწყება.

ამავე კატეგორიაში