ტრაილერით გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების მიღება ორ დღეში დაიწყება

02 ოქტომბერი 2018, 00:00 2197 ნახვა

ტრანზიტული გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა ორ დღეში დაიწყება - ამის შესახებ ცნობილი ტრაილერების მძღოლების და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.  ამის გამო, ტრაილერების მძღოლებმა დროებით საპროტესტო  აქციები შეწყვიტეს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის  განცხადებით,  თურქულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია და პირველ ეტაპზე  1500 ნებართვა  გაიცემა.

ასევე შეთანხმება ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში დამატებით იგივე რაოდენობის  ნებართვის გაცემას.  რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას მრავალჯერად ნებართვებთან დაკავშირებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის განცხადებით,  ეს საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა მომავალ წელს დადგეს. საერთაშორისო გადაზიდვებს სატვირთო ავტომობილების მძღოლები ორი თვეა ვერ ახორციელებენ, რადგან თურქეთის მიმართულებით, მეზობელ ქვეყანას შესაბამის ნებართვების გაცემა შეწყვეტილი ჰქონდა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში