აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრს 5 კაცი შეარჩევს

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2683 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შესარჩევად კომისია შექმნა.

ამ კომისიამ, 11 კონკურსანტიდან, მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს დეპუტატებს, საბჭომ კი საბოლოოდ ერთი უნდა დაამტკიცოს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან ერმილე მესხია, სოსო სტურუა, ადამ მახარაძე, ასლან ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე. 

უმაღლესმა საბჭომ კონკურსი მრჩეველთა საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გასულ თვეში გამოაცხადა. ცნობისთვის პოზიცია 2 წლის განმავლობაში იყო ვაკანტური, მას შემდეგ რაც თავმჯდომარისა და წევრის პოსტი ზაზა ხალვაშმა დატოვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში