ზღვის დონიდან 2236 მეტრზე ხიხანის ციხის რეაბილიტაცია განახლდა /ფოტოამბავი/

03 ოქტომბერი 2018, 00:00 9261 ნახვა

ხიხანის ციხე ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ძეგლთან მისასვლელად საკმაოდ რთული გზის გავლა მოგიწევთ. გასათვალიწინებელია ამინდიც. ციხესთან მისვლა ნისლიან ამინდში ან ცუდი ხილვადობის პირობებში რთულია. 

ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა ტურისტებისთვის. აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე ძეგლის სანახავად წლის განმავლობაში ასობით ვიზიტორი მიდის. საავტომობილო გზის დასრულების შემდეგ, ტურისტებმა რამდენიმე კილომეტრი ფეხითაც უნდა გაიარონ.

ხიხანის ციხის რეაბილიტაცია განახლდა. 

შუა საუკუნეებში აშენებული ციხესიმაგრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 85 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღდგენითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. 

ძეგლის რეაბილიტაციისთვის გასულ წელს ტენდერი ორჯელ გამოცხადდა, მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. მიმდინარე წელს კი გამარჯვებული გამოვლინდა.

მიუდგომელი კლდის თხემზე აგებული ხიხანის ციხე XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ციხეზე შემორჩენილია უძველესი ნასახლარები და 4 კოშკი.

 

 

ამავე კატეგორიაში