ინგლისელი ნაიჯელ შირტი ''ფიდეს'' პრეზიდენტობის არჩევნებს საკუთარი სურვილით გამოეთიშა

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2107 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ  ''ფიდეს“ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მსურველმა  კანდიდატურა მოხსნა. ინგლისელმა ნაიჯელ შირტმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაძაბულობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღო. 

დღეს არჩევნების წინა პროცედურები ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ''ფიდეს'' პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ხმების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

ბერძენმა გეორგიოს მაკროპულოსმა დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მმართველები ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს ურეკავდნენ და არკად დვორკოვიჩის სასარგებლოდ, ხმის მიცემას სთხოვდნენ. 

თავად კანდიდატმა კი ფაქტი უარყო. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი  არკად დვორკოვიჩი​​ გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

ბათუმში 186 ქვეყნის წარმომადგენელი ,,ფიდეს“ პრეზიდენტს დღეს აირჩევს. კენჭისყრამდე კანდიდატებმა სიტყვით გამოსვლის დროს თავიანთ პროგრამაზე ისაუბრეს და გუნდის წევრები დაასახელეს. 

კენჭისყრაში ამ ეტაპზე ბერძენი გეორგიოს მაკროპულოსი და რუსეთის წარმომადგენელი არკად დვორკოვიჩი მონაწილეობენ. 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში