ბათუმის ბაღების გაერთიანებამ 20 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2626 ნახვა

 ბაღის გამგის, უფროსი აღმზრდელისა და აღმზრდელის შესარჩევად, ბათუმის ბაღების გაერთიანებამ 20 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა. მასში 716 აპლიკანტი დარეგისტრირდა, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ კი 560 მონაწილე შეირჩა. დღეს და ხვალ კონკურსანტებს ტესტირება უტარდებათ.

მათ  ადრეული განვითარების სტანდარტის, პედაგოგთა პროფესიული სტანდარტისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის  ცოდნა მოეთხოვებათ. საბოლოოდ გამარჯვებულები გასაუბრების შემდეგ შეირჩევიან. ამ შემადგენლობით ძირითადად თამარის დასახლებაში მდებარე  საბავშვო ბაღი დაკომპლექტდება.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში