სასცენო კოსტიუმები ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის გამარჯვებული ანსამბლებისთვის

04 ოქტომბერი 2018, 00:00 3959 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტრო ბავშვთა 9 ფოლკლორულ ანსამბლს 302 სასცენო კოსტიუმს გადასცემს,  რისთვისაც  50 ათასი ლარი დაიხარჯა. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში  კოსტიუმები უკვე მიიღეს ბათუმის N15 სკოლასთან არსებული  ქორეოგრაფიული ანსამბლის „თოლიას“ წევრებმა. ანსამბლი 2018 წლის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ოლიმპიადა მაისში გაიმართა და მასში აჭარაში მოქმედი  სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში