ხანძრის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან

04 ოქტომბერი 2018, 00:00 3912 ნახვა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მედიკოსთა ბრიგადები იმყოფებიან. 

მოქალაქეებს ნერვიულობის ნიადაგზე ექიმების დახმარება რამდენჯერმე დასჭირდათ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში არცერთი მათგანი არ გადაუყვანიათ.  

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში, ცეცხლი მეთორმეტე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში  გაჩნდა. სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. 

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი - 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში