წვიმის გამო ფესტივალი „განდაგანა“ გადაიდო

05 ოქტომბერი 2018, 00:00 2440 ნახვა

სოფლად ტურიზმის ფესტივალი ,, განდაგანა‘’ უამინდობის გამო გადაიდო. ფესტივალი ნაცვლად 5 -6 ოქტრომბრისა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროგრამა უცვლელი იქნება. 

სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება  წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში