ახალი რეგულაცია მცირე მეწარმეებისთვის

05 ოქტომბერი 2018, 00:00 6350 ნახვა

ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიული უნარ-ჩვევების მეშვეობით იღებს შემოსავალს შემოსავლების სამსახურში უნდა დარეგისტრირდეს - საქმე ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ კომერციული ბანკიდან მიიღონ სესხი. ამ ადამიანების შემოსავლის გათვალისწინებას ბანკი აქამდე დადასტურების გარეშეც ახერხებდა.

უკვე სამი თვეა კი ამისთვის ე.წ. მიკრო მეწარმის ცნობაა საჭირო. შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირების შემდეგ, პირს ბრუნვიდან 1 პროცენტის გადახდა მოუწევს სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სესხი. რა დაბრკოლებებს ხედავენ ახალ რეგულაციაში მეწარმეები და რას ამბობენ საკრედიტო ექსპერტები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში