მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში რჩება

05 ოქტომბერი 2018, 00:00 1497 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი  თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ძალას იყენებს, რათა უკანონოდ დაკავებული  მაია ოთინაშვილი მალე გაანთავისუფლონ.

ფხალაძის თქმით საქმეში ჩართულია საქართველოს ყველა პარტნიორი, რათა რუსეთის ფედერაციას დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ მას 10-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე კატეგორიაში