ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში ბათუმი უმასპინძლებს

06 ოქტომბერი 2018, 00:00 1720 ნახვა

აჭარა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. „ბათუმი 2019“ სპორტის სასახლეში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ექვსასამდე მონაწილე ჩამოვა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კომისიის წევრებს დღეს ბათუმის მერიაში  შეხვდნენ.

მხარეებმა ჩემპიონატის ჩატარებისა და ღონისძიების გაშუქების ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს. დელეგატები განმარტავენ, რომ ღონისძიების ორგანიზატორებს, აჭარასთან დაკავშირებით, საკმარისი ინფორმაცია აქვთ და, ბათუმი ჩემპიონატის ჩასატარებლად  სწორედ ამიტომ შეარჩიეს.

ამავე კატეგორიაში