სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა 2018“ \ფოტო\

06 ოქტომბერი 2018, 00:00 2559 ნახვა

„განდაგანა 2018“- ის პირველი დღე დასასრულს უახლოვდება. სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე ფოლკლორული შოუთი გაიხსნა.

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა, მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათი, კერძები, სუვენირები და რეწვის ნიმუშები ღია ცის ქვეშ გამოფინა.

ფესტივალის სტუმრებს ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, შეშის დაჩეხვისა და ცეკვის სწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ხვალ კი ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც გაიმართება.

ფოტო:ირინე წუწუნავა, ქეთი ბოლქვაძე, თამუნა გაზდელიანი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში