გონიოს მცხოვრებთა სარჩელი

25 ივლისი 2016, 00:00 4164 ნახვა

გონიოს მაცხოვრებლებმა ბათუმი საკრებულოს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 60 ოჯახის ინტერესს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. ადვოკატი აცხადებს, რომ  საკრებულოს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების საკუთრების აღდგენას.გონიოელები  საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბათილად არის ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი. 2010 წელს ამ ოქმით გონიოში 271 ოჯახს ის მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, რომელიც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, წინასაარჩევნოდ დაურეგისტრირეს. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში