სეზონური ვაქცინაცია გრიპის წინააღმდეგ

10 ოქტომბერი 2018, 00:00 1970 ნახვა

სეზონური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით  ვაქცინაცია იწყება. რეგიონში პრეპარატები უკვე შემოტანილია. ექიმებს ვირუსის გავრცელებისა და მიღების შანსის შესამცირებლად ყველაზე ეფექტურ გზად ვაქცინაცია მიაჩნიათ.აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღეს მედიკოსებს შეხვდნენ.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ვაქცინაცია ოქტომბერში ჩაიტარონ. დღესვე ითქვა, რომ მაღალი რისკის ჯგუფების მქონე პაციენტებს აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ. ცნობისთვის, გრიპის სეზონი ყოველი წლის მე–40 კვირას იწყება და მომდევნო წლის მე–20 კვირას მთავრდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში