ისპანის ჭაობი საფრთხის წინაშე

11 ოქტომბერი 2018, 00:00 10562 ნახვა

ემუქრება თუ არა მსოფლიოში უნიკალურ ეკოსისტემას საფრთხე - საუბარია ისპანის ჭაობზე, რომელიც ქობულეთში მდებარეობს.  დაცულ ტერიტორიასთან ახლოს, წლების წინ ჩატარებულმა სამელიორაციო სამუშაოებმა  მსოფლიო მნიშვნელობის  ჭაობის ჰიდროლოგიური რეჟიმი  და ეკოსისტემა დააზიანა, ამბობს კვლევაზე დაყრდნობით ეკოლოგი.  

საუბარია სანიაღვრე არხზე, რომელიც ისპანის ჭაობსა და  სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს შუაზე ჰყოფს. სწორედ ეს არხი გაიწმინდა იმისთვის, რომ საყანე ფართობების დატბორვა შეეჩერებინათ.

იზოლდა მაჭუტაძე სახელმწიფოს  სამუშაოებისა და დაცული ტერიტორიის გადარჩენის ალტერნატიულ საშუალებებს სთავაზობს. ცნობისთვის, ისპანის ჭაობში საერთო ფონს ტორფის ხავსები ქმნიან, მათ შორისაა  სფაგნუმის სახეობები, რომლის გადაშენების რისკზე საუბრობენ  სპეციალისტები. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში