თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს - ისინი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ და ყიდდნენ

12 ოქტომბერი 2018, 00:00 3744 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საქართველოში ბინადრობის ყალბი დოკუმენტი და მართვის მოწმობა დაამზადეს, მოგვიანებით კი ასევე თურქეთის მოქალაქეს 1 600 აშშ დოლარად მიჰყიდეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ამავე კატეგორიაში