აჭარაში უქმე დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი

12 ოქტომბერი 2018, 00:00 3023 ნახვა

შაბათი და კვირა თბილი და უმეტესად უნალექო იქნება. 13 და 14 ოქტომბერს, აჭარის სანაპირო ზოლში, ბათუმსა და ქობულეთში ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 

თბილი ამინდია მოსალოდნელი ასევე ქედაში, შუახევსა და ხულოში. 

საქართველოში ამინდს სამხრეთ-დასავლეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასები განსაზღვრავს, რომლის გავლენითაც უქმე დღეებში სანაპირო კურორტებსა და დასავლეთის დაბლობზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

აღმოსავლეთ საქართველოში კი მომდევნო 2 დღის განმავლობაში შედარებით აცივდება. აქ მცირე წვიმასა და ნისლს პროგნოზირებენ. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში