სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი  პასუხისგებაში  მიეცა

12 ოქტომბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო  სამსახურმა სამი პირი პასუხისგებაში მისცა.  უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით,  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფით, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს.

ასევე, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები. დანაშაულში მხილებული პირები  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ  საერთო ჯამში  143 ათას 451  ლარს.  

ამავე კატეგორიაში