ბათუმში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

12 ოქტომბერი 2018, 00:00 7165 ნახვა

ბათუმში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული მოქალაქე სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ეტაპზე უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ავტო საგზაო შემთხვევა გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში მოხდა. თვითმხილველების ამბობენ, რომ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმალვის ფაქტს არ ადასტურებენ.

შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო. მძღოლს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ედავებიან, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში