საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრობისთვის სპეციალურმა კომისიამ ექვსი კანდიდატი შეარჩია

13 ოქტომბერი 2018, 00:00 2276 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრობისთვის სპეციალურმა კომისიამ  ექვსი კანდიდატი შეარჩია. გიგა ჩხარტიშვილი, რაულ ბერიძე, ნათია სირაბიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნერონ აბულაძე და  ემზარ დიასამიძე - ფარული კენჭისყრის შედეგად საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი კანდიდატები არიან.

დილიდან უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. კომისიამ  მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველი 8 კონკურსანტის კონცეფცია მოისმინა. ორმა კონკურსანტმა ოლიკო ჟღენტმა და ბაჩუკი ჩხეიძემ  პირადი განცხადების საფუძველზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. გასაუბრება ორ ეტაპად მიმდინარეობდა თითოეულ კანდიდატს საკუთარი კონცეფციის წარსადგენად 15 წუთი ჰქონდა, ამის შემდეგ გასაუბრების პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში