სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი დასრულდა

13 ოქტომბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო პირველი კურსის გამოშვების დასრულების ცერემონია გაიმართა. მსმენელებმა კურსის მიმდინარეობისას ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორიის, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების, ლიდერობისა და მენეჯმენტის საკითხები შეისწავლეს.

გაეცნენ ბატალიონისა და ბრიგადის ოპერაციების დაგეგმარების პროცესს, გაიღრმავეს საბრძოლო მომზადების ორგანიზებისთვის საჭირო უნარები. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა.

ამავე კატეგორიაში