ოჯახი შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს

14 ოქტომბერი 2018, 00:00 1672 ნახვა

სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ორწევრიანი ოჯახი, სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. გია ხალვაში, რომელიც შრომის უუნაროა მეუღლესთან ერთად ხის ორ ოთახიან ფიცრულში ცხოვრობს. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს მედიკამენტები და ექიმთან კონსულტაციები სჭირდება, რისი საშუალებაც ხალვაშებს არ აქვთ.

მათ დახმარება 2016 წელს მოუხსნეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში დახმარების შეწყვეტის მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის მდგომარეობას ხელმეორედ შეისწავლიან.

ამავე კატეგორიაში