აგრო - სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე - 8 საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ბათუმი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა დასრულდა. ციტრუსი, რძის ნაწარმი, ადგილობრივი კერძები, ღვინო და თაფლი- აგრო გამოფენაზე დამთვალიერებელს, არა მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ტექნოლოგიების ნახვის საშუალებაც ჰქონდა.
გამოფენა როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციას ასევე აგროსექტორში დასაქმებული უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობას ისახავდა მიზნად. დღეს გამოფენაში მონაწილე კომპანიებსა და მედია მხარდამჭერებს მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სერთიფიკატი გადაეცა. საგამოფენო კომპანია ჯეონეტ ექსპომ შესაძლოა, მომავალი წლიდან გამოფენებს საკუთარ საგამოფენო სივრცეში უმასპინძლოს.