ბოლო ორ წელში დოლარი 28 თეთრით, საწვავი კი 72 თეთრით გაძვირდა

16 ოქტომბერი 2018, 00:00 3540 ნახვა

დღეს, 16 ოქტომბერს, დოლარის შეძენა სავალუტო ჯიხურებში 2.68 ლარად შეგიძლიათ. ზუსტად ორი წლის წინ კი, დოლარი 28 თეთრით ნაკლები ღირდა და მაშინ, ეს მაჩვენებელი, ლარის გაუფასურების ანტირეკორდულ ნიშნულად ითვლებოდა.   

(ფოტო: ლაშა ჩხარტიშვილი. გადაღებულია ორი წლის წინ). 

თუმცა, ანტირეკორდი ბევრჯერ დაფიქსირდა. სავალუტო ჯიხურებისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის მონაცემებით,  ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარად და 66.664 თეთრადაა შესაძლებელი. 

იმ შემთხვევაში თუ დოლარის გაყიდვას გეგმავთ, მხოლოდ 2 ლარსა და 65 თეთრს გადაგიხდიან. ორი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, დოლარის გაყიდვა 2 ლარად და 38 თეთრად შეგეძლოთ.   

კურსი ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა 2 ლარიან ნიშნულზე ქვემოთ არ ჩამოსულა.

გაძვირდა საწვავიც. დღეს ერთი ლიტრი ევრო რეგულარის შეძენა დაახლოებით 2 ლარი და 52 თეთრი დაგიჯდებათ, ორი წლის წინ კი 1 და 80 თეთრი ღირდა. კიდევ უფრო მაღალია სხვა კატეგორიის საწვავი.​

ამავე კატეგორიაში