შენობა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა ნგრევის პირასაა

16 ოქტომბერი 2018, 00:00 2209 ნახვა

შენობა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთის ბოლო იმპერატორის აღმზრდელისთვის აშენდა ნგრევის პირასაა. გრაფინია ფესენკოს აგარაკს, რომელიც მახინჯაურში მდებარეობს განადგურებისგან ვერც მისი სტატუსი იცავს.

შენობას უკვე 5 წელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. წინა ხელისუფლების დროს საუბრობდნენ ისტორიული შენობის გასხვისებაზე, თუმცა ახალი მეპატრონე გრაფინიას სასახლეს ამ დრომდე არ ჰყავს. შენობამ მესაკუთრე რამდენჯერმე შეიცვალა. ამჟამად იგი სახელმწიფო ქონებაა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში