მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებს გზა საკუთარი ძალებით გაჰყავთ

17 ოქტომბერი 2018, 00:00 1626 ნახვა

გზა, რომლითაც სოფელ აგოთას მცირეწლოვნები სკოლამდე მიდიან, ერთადერთი საშუალებაა გადაადგილებისთვის, თუმცა როგორც ადგილობრივები ყვებიან, იგი საფრთხის შემცველია. შემოვლითი გზით სარგებლობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მეწყერმა მთავარი საავტომობილო გზა ჩაკეტა.

მოსახლეობამ პრობლემის მოგვარება თავად სცადა, თუმცა გეოლოგების დასკვნის საფუძველზე მერიამ სამუშაოები შეაჩერა. სპეციალისტები ამბობენ, რომ გზის აღდგენა დაუშვებელია, რადგან შესაძლოა  მეწყრული პროცესები გააქტიურდეს,  მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს კი სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

ამავე კატეგორიაში