ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

19 ოქტომბერი 2018, 00:00 2282 ნახვა

გაუმართავ მანქანებზე გაცემული გაყალბებული დადებითი დასკვნები - ტექნიკური დათვალიერების პროცესს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  გამოძიების ფარგლებში დააკვირდება - ამბობენ, რომ უკვე გამოვლენილია რამდენიმე ცენტრი სადაც ვიზუალურად დაზიანებულ მანქანებზეც კი გაიცემოდა დადებითი დასკვნები. ავტომანქანებს შორისაა როგორც კერძო, ისე მუნიციპალური ტრანსპორტი.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერება, ანუ ინსპექტირება წელს დაიწყო. ეტაპობრივად უნდა შემოწმდეს ქვეყანაში არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში