”სოფლის ტურიზმი როგორც ბიზნესი”

20 ოქტომბერი 2018, 00:00 1739 ნახვა

”სოფლის ტურიზმი როგორც ბიზნესი”- თემის ირგვლივ  მეორე დღეა სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე  სოფლის ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, კონფერენციის დღევანდელი დღეც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სოფლად არსებული წარმატებული ტურისტული ბიზნესის მაგალითების განხილვასა და გაცნობასა და დისკუსიებს დაეთმო.

შეხვედრას უცხო ქვეყნისა და საქართველოს 150 დელეგატი ესწრება. ორდღიანი კონფერენცია დღეს მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ექსკურსიებით დასრულდება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას ბათუმი მეორედ მასპინძლობს

ამავე კატეგორიაში